მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით,  საქართველო წლის ბიზნეს ათეულშია

მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო წლის ბიზნეს ათეულშია

მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით,  ქვეყნებს შორის,  სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია საქართველო მეცხრე ადგილზეა.

წლის ბიზნეს რეფორმატორი პოლონეთი გახდა, ბიზნესისათვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ადვილ გარემოდ კი, კვლავაც სინგაპური სახელდება.

ჯამში მეცხრე ადგილზე გასულმა საქართველომ ცალკეულ ნომინაციებში უკეთესი შედეგებიც აჩვენა.

მაგალითად,  მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად,  საქართველოში ქონების დარეგისტრირება ყველაზე ადვილია.

ანგარიშის მიხედვით, ასევე უპრობლემოდ ხდება მშენებლობის ნებართვის აღება (მე-3 ადგილი) და საბანკო სესხების გაცემა (მე - 4 ადგილი)