გადასახადების შემცირება წარმოუდგენელია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დუბაიში საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„რეალობა არის ის, რომ საქართველოში - ეს უკვე აღიარეს კოალიცის წევრებმა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია მსოფლიოში, ამიტომ გადასახადების შემცირება წარმოუდგენელია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგზე, რომლის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველომ მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
„მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა არის ასულში, საქართველო კი, ამ რეიტინგით, დღეს მე-9 ადგილზე იმყოფება. ამ მხრივ, ჩვენ გვისწრებს სინგაპური - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქვეყანა, ჰონკონგი, ახალი ზელანდია, ამერიკა, დანია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა. ამ ქვეყნებს მოსდევს საქართველო და შემდეგ ავსტრალია. ეს არის რეალობა. რუსებს ჩვენზე 100-ჯერ მეტი ფული აქვს და მიუხედავად დიდი მცდელობისა და მთელი თავისი პროპაგანდის, ასეულშიც ვერ მოხვედრილა", - განაცხადა პრეზიდენტმა.