ლილიპუტებს ხშირად აქვთ გადაადგილების პრობლემა. იმ შემთხვევაშიც თუ ისინი საკუთარი ავტომანქანას შიძენენ, მისი მინიატურულ პარამეტრებზე გადაწყობა და საკუთარ თავზე მორგება უწევთ, ეს კი საკმაოდ რთული პროცედურაა. ავტოკომპანიები, როგორც წესი, სტანდარტული ზომის ავტომანქანებს ქმნიან და მათი გადაკეთებისგანაც თავს იკავებენ.
როგორც ჩანს, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც ამ ადამიანებზეც ზრუნავენ. Volkswagen-ის ბრაზილიის ფილიალში გამოუშვეს მსოფლიოში პირველი ავტომობილი ლილიპუტებისათვის, სახელწოდებით „Volkswagen Mini-Gol” . ახალი ავტომობილი „Brazil-VW Gol”-ის ზუსტი ასლია, უბრალოდ მაზე 30%-ითაა შემცირებულია. Volkswagen Mini-Gol მხოლოდ 5.5 ცხენისძალა გააჩნია და საათში 27კმ/სთ განვითარება შეუძლია.
კომპანიამ ამ ეტაპზე Volkswagen Mini-Gol -ის შეზღუდული რაოდენობა გამოუშვა, სულ ორი ცალი. თუმცა მწარმოებლები არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნის საფუძველზე ამ სერიას მანქანები კიდევ დაემატოს.