მთავრობის კანცელარიაში დღეს ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი გაიმართება

მთავრობის კანცელარიაში დღეს ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი გაიმართება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, დღეს მთავრობის კანცელარიაში ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი გაიმართება.

 მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე წარმართავს,  ევროკავშირის მხრიდან კი,  ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის,  რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი.