#18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პატიმარი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
„2012 წლის 22 ოქტომბერს, 12:55 საათზე #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1971 წლის 24 აგვისტოს დაბადებული პატიმარი მ.კ. გარდაიცვალა. დიაგნოზი: თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მ.კ. #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #8 დაწესებულებიდან 2012 წლის 19 სექტემბერს გადაიყვანეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებული არიან. სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს“,- ნათქვამია განცხადებაში.