ტელეკომპანია TRT Haber-ის ინფორმაციით, ისრაელი მზადყოფნას გამოთქვამს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, თურქეთთანან ურთიერთობები გააუმჯობესოს.
თურქეთ-ისრაელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 31 მაისს თურქულ სამხედრო გემზე „თავისუფლების ფლოტილეაზე“, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა ღაზის სექტორში, ისრაელმა თავდასხმა განახორციელა.
ამ შეტაკების შედეგად თურქეთის ცხრა მოქალაქე დაიღუპა. ანკარამ თელ-ავივთან ურთიერთობების გადახედვაზე ხმამაღლა განაცხადა, ისრაელისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემა მოითხოვა. სექტემბერში კი თურქეთმა თელ-ავივიდან ელჩი გაიწვია.