"თავისუფალი საქართველოს“ წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, გიორგი ბარათელი მზად არის, დეტალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან მისთვის ცნობილ ყველა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობას უკავშირდება", - ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „მაესტროს" პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ გიორგი ბარათელს, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილთან და "წინააღმდეგობის მოძრაობის" ხელმძღვანელ სოსო მანჯავიძესთან ერთად შეხვდა.
მისი თქმით, შეხვედრისას ბარათელმა აღნიშნა, რომ აღიარება იმის შესახებ, რომ მან მოკლა გურამ შარაძე, სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში, შემთხვევის ადგილზე არ მიუღია. სად და რა გარემოებაში მიიღო ეს ჭრილობა, ამის შესახებ მხოლოდ სანდო ადვოკატის აყვანის შემდეგ ისაუბრებს", -განაცხადა ლორთქიფანიძემ.
გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბარათელი სასჯელს თბილისის #1 დახურულ დაწესებულებაში იხდის. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს ის ბარათელს ციხეში 2010 წლის 31 მარტს შეხვდა უმრავლესობის წარმომადგენელ ეკა ხერხეულიძესთან ერთად, რის შემდეგაც მას ციხეებში შესვლა აეკრძალა.