26 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პროექტი „ელექტროენერგიის წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგია“ დაიწყება. აღნიშნულის შესახებ, სემეკი განცხადებას აქვეყნებს.
„პროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგიის ეტაპობრივად დანერგვაში დაეხმარება“, - ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.
21 თვის განმავლობაში ავსტრიელი, ბრიტანელი, გერმანელი და ლატვიელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.
პროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკი) და ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს E-control-ის მიერ ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 1,1 მლნ ევროა.