პაკისტანი ავღანეთისგან მალალი იუსაფზაის თავდასხმის ორგანიზატორის გადაცემას ითხოვს

პაკისტანი ავღანეთისგან მალალი იუსაფზაის თავდასხმის ორგანიზატორის გადაცემას ითხოვს

პაკისტანი ქაბულისგან მოითხოვს 14 წლის უფლებადამცველის, მალალი იუსაფზაიზე თავდასხმის შესაძლო ორგანიზატორის ექსტრადიციის საკითხს. ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხინა რაბანი კხარმა განაცხადა.

 პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, გოგონაზე თავდასხმა ბეოვიკმა მულა ფაზლულამ მოახდინა და არსებული ინფორმაციის თანახმად, ის და მისი კიდევ ორი მეკავშირე, ამჟამად ავღანეთის პროვინცია კუნარში იმალებიან.

პაკისტანის მთავრობამ 100 000- დოლარი დააწესა მისთვის, ვინც ინფორმაციას ფლობს მულა ფაზლულასა და მისი ორი მეკავშირის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ.

მალალი იუსაფზაი ბავშვთა მშვიდობის პრემიაზეა ნომინირებული. ამჟამად იუსაფზაი დიდ ბრიტანეთში მკურნალობს, მას ტყვია თავის ქალაში ჰქონდა მოხვედრილი.

2012 წლის 9 ოქტომბერს ფაზლულამ და მისმა ორმა მეკავშირემ ცეცხლი გაუხსნეს სკოლის ავტობუსს, სადაც 14 წლის უფლებადამცველი ჯდებოდა. მის გარდა მსუბუქად დაშავდა კიდევ  სკოლის  ორიმოსწავლე.