სად ჩატარდა არჩევნები უკეთესად-სომხეთსა თუ საქართველოში?-ევროკავშირის ელჩს სომხეთში ტრაიან ხრისტეასს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს და თავის შეკავებას ამჯობინებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„პარლალელების გავლებისგან თავს შევიკავებ. თითოეული სახელმწიფო ცალკეულად უნდა შევაფასოთ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე, მათი ვალდებულებების შესრულებისა და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“,-განუცხადა ჟურნალისტებს ხრისტეასმა.
ერევანში ეუთოს ბიუროს ხელმძღვანელის ანდრეი სოროკონის განცხადებით კი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციამ გაიმარჯვა, თუმცა სულ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ის ხარვეზების გარეშე ჩატარდა და სწორება მასზე უნდა გაკეთდეს.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში არ მოუგია და არ წაუგია არც მოქმედ პრეზიდენტს და არც ამ პოსტზე პრეტენდენტს, გაიმარჯვა კონსტიტუციამ.
შეგახსენებთ, რომ როგორც კი არჩევნების პირველივე შედეგები გახდა ცნობილი,სააკაშვილმა დამარცხება აღიარა. ალბათ, სივაჟკაცე უნდა გქონდეს, რომ დამარცხება აღიარო და ივანიშვილსა და ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ იმავე სააკაშვილმა წაართვა მოქალაქეობა ივანიშვილს, თუმცა ახლა დაუბრუნა. კონსტიტუციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში არჩევნები წარმატებით ჩატარდა, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ არჩევნები ძალიან კარგი იყო და სწორება მასზე უნდა გავაკეთოთ“,-აღნიშნა სოროკინმა.