„თელასის

„თელასის" პროფკავშირების თავმჯდომარემ ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

სააქციო საზოგადოება „თელასის" პროფკავშირების თავმჯდომარემ, მალხაზ ღონიაშვილმა კომერციული დირექტორის, ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

ამის შესახებ ღონიაშვილმა ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა

მისი თქმით, მას გენერალური დირექტორის, აშოტ მანუკიანის განცხადებები არ აკმაყოფილებს და მომიტინგეთა მთავარ მოთხოვნად ზურაბ არსოშვილის გადადგომა რჩება.

„ვიშიმშილებ, სანამ არსოშვილისა და მისი გუნდის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას არ ჩამოიტანენ", - აღნიშნა ღონიაშვილმა.

ამ დროისთვის აქცია "თელასის" ცენტრალურ ოფისთან დასრულებულია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხუთშაბათამდე ზურაბ არსოშვილი და მისი გუნდი კომპანიას არ დატოვებს, მომიტინგეები ფართომასშტაბიანი გაფიცვებით იმუქრებიან.