ამერიკის ჩაწერის ბიუროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე რესპუბლიკის წარმომადგენლებიდან ყველაზე ხშირად ამერიკის მოქალაქეობას სომხები იღებენ.
ამ წლების განმავლობაში ამერიკის მოქალაქეობა 19 469 სომხეთიდან ჩასულმა ემიგრანტმა მიიღო, მაშინ როდესაც ამერიკის მოქალაქე მხოლოდ 5 840 ქართველი და 9 3000 აზერბაიჯანელი გახდა. ბიუროს მონაცემების მიხედვით, Green Card-ის მიღებაშიც სომხები ლიდერობენ. ამ დროისთვის Green Card-ი 30 000-მა სომეხმა, 13 000-მა ქართველმა და 11 000-მა აზერბაიჯენლმა მიიღო.