სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგი არჩევნების შემდეგ დაზღვევაზე უარს აცხადებს.ამის შესახებ ინფორმაციას მე-9 არხი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კომპანიამ სოციალურად დაუცველ კაბასიანების ოჯახს მშობიარობა არ დაუფინანსა. ოჯახის უფროსის განცხადებით, მათ სადაზღვევო პოლისი მაისის თვეში გადაეცათ, თუმცა კომპანიამ შემდეგ თანხის დაფარვაზე უარი განუცხადა. GPI ჰოლდინგში ოჯახს უთხრეს, რომ დაფინანსება არჩევნების შემდეგ შეჩერებულია, რადგან მათ მერია აღარ აფინანსებს. დაზარალებული მერიას საგარანტიო წერილს სთხოვს, რათა მათი საქმე პასუხისმგებლობაში არ გადაიცეს.
„როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, მერიას სადაზღვევო კომპანიასთან დავალიანება გააჩნია და ამიტომ დაზღვევები შეჩერებულია. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჩვენ პასუხისგებაში გადაგვცემენ“,-აცხადებენ კაბასიანები.