ბიძინა ივანიშვილი 24 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობის სხდომას დაესწრება

ბიძინა ივანიშვილი 24 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობის სხდომას დაესწრება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი 24 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობის სხდომას დაესწრება.

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თავად უმცირესობამ დააყენა.

„უმცირესობამ ითხოვა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაესწროს მათთან შეხვედრას. ჩემი მხრიდან მსგავსი მოთხოვნა არ დაყენებულა“, - განაცხადა  საგანელიძემ.

მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს საპარლამენტო კომიტეტები ხვალიდან განიხილავენ, ზეგ 12:00 საათზე კი განხილვები იქნება საპარლამენტო უმცირესობაში, 15:00 საათზე კი საპარლამენტო უმრავლესობაში.