მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროფკავშირები „თელასში“ ფართომასშტაბიანი გაფიცვის ორგანიზებას აპირებს

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროფკავშირები „თელასში“ ფართომასშტაბიანი გაფიცვის ორგანიზებას აპირებს

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ხუთშაბათამდე არ დაკმაყოფილდება, გაერთიანებული პროფკავშირები ფართომასშტაბიანი გაფიცვის ორგანიზებას აპირებს.

ამის შესახებ სააქციო საზოგადოება „თელასის" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თელასში ზონდერ ბრიგადები შეიყვანეს და აღნიშნა, რომ „თელასის "თანამშრომლებზე ზეწოლა უნდა დასრულდეს.

„კომპანიაში იარაღით და პოლიციელების მანქანებით სიარული უნდა დასრულდეს. ხუთშაბათამდე ან ეს ხროვა მოაშორონ აქედან, ან აშოტ მანუკიანის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროფკავშირები ხუთშაბათიდან სრულმასშტაბიან გაფიცვას გამოვაცხადებთ", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ამასთან, "თელასის" გაფიცულ და გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა პროფკავშირების გაერთიანებებმა, რომლებიც სრულად იზიარებენ მომიტინგეთა მოთხოვნებს.