პარლამენტის ხაზინდართა საბჭოს მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს

პარლამენტის ხაზინდართა საბჭოს მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს

პარლამენტში ხაზინადართა საბჭო შეიქმნება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს.

ხაზინდართა საბჭოს შექმნის საკითხი  ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დააყენა.

„ეს არის ის ორგანო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ეხმარება პარლამენტის შიდა საბიუჯეტო საფინანსო საკითხების გარკვევაში. ეს არის პარლამენტის ტრადიცია, ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ხაზინადართა საბჭო შეიქმნება, მასში უმრავლესობიდან 6 წევრი და უმცირესობიდან 4 წევრი გაერთიანდება“- განაცხადა უსუფაშვილმა.