ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები  გურამ ოდიშარიას  მინისტრის მოადგილედ თაკო ჩარკვიანის დანიშვნას სთხოვენ

ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები გურამ ოდიშარიას მინისტრის მოადგილედ თაკო ჩარკვიანის დანიშვნას სთხოვენ

ხელოვნების და კულტურის მოღვაწეებმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს, გურამ ოდიშარიას  მიმართვა გაუგზავნეს, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილი ხელოვანებისა და კულტურის აწერენ ხელს. ისინი ოდიშარიას კულტურის მინისტრობის კანდიდატად თამარ (თაკო) ჩარკვიანის დანიშვნას სთხოვენ. 

„საზოგადოება დიდი ხანია, ელოდება ძირეულ ცვლილებებს კულტურის სამინისტროში, რაც ჭეშმარიტი ქართული კულტურის მხარდაჭერას გულისხმობს. დღეს ქართული მწერლობა, მუსიკა, კინო, თეატრი, მხატვრობა ელოდება განსაკუთრებულ ყურადღებას. ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვინ იქნებიან მინისტრის მოადგილეები. ჩვენი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე შესაფერი კანდიდატურაა მუსიკოსი, პუბლიცისტი და ხელოვნებათმცოდნე თამარ ჩარკვიანი, რომელსაც კარგი გამოცდილება აქვს მენეჯერული და საპროდიუსერო საქმიანობის.

ამასთან, წლებია, ქალბატონ თამარს საქმიანი ურთიერთობა აქვს ევროპის კულტურულ წრეებთან, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქართული კულტურის ობიექტურ პოპულარიზაციას დასავლეთში.

ამიტომაც, უპრიანი იქნება, თამარ ჩარკვიანი დაინიშნოს კულტურის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ“,-ნათქვამია მიმართვაში. მიმართავს ხელს აწერენ: 

 1. ჭაბუა ამირეჯიბი

2. თამაზ ჭილაძე

3. გიგა ლორთქიფანიძე

4. ოთარ მეღვინეთუხუცესი

5. გურანდა გაბუნია

6. კახი კავსაძე

7. ჯემალ ღაღანიძე

8. ანზორ ერქომაიშვილი

9. ჯემალ ჭკუასელი

10. ლია სტურუა

11. თემო გოცაძე

12. მარინა ჯანაშია

13. მარიკა კვალიაშვილი

14. ნუნუ გაბუნია

15. რუსუდან სებისკვერაძე

16. გოგი ჭიჭინაძე

17. გურამ ბათიაშვილი

18. ჯემალ სეფიაშვილი

19. მაყვალა გონაშვილი

20. გენო კალანდია

21. თემურ ქევხიშვილი

22. თამრიკო ჭოხონელიძე

23. მაია ჯაბუა

24. გია ბაღაშვილი

25. დათო ოქიტაშვილი - “საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი~

26. გოჩა კაპანაძე

27. შოთა გლურჯიძე

28. ნანა შონია

29. ანსამბლი „ბასიანი“ - გიორგი დონაძე

30. „საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი"- კახა ცაბაძე, გომარ სიხარულიძე და ნია ბახტაძე

31. ანსამბლი „ფორტე“

32. რუსა მორჩილაძე

33. ლილიკო ნემსაძე

34. თემურ თათარაშვილი

35. ცისანა სეფიაშვილი

36. ია ნინიძე

37. „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი“- სვიმონ ჯანგულაშვილი

38. ნუგზარ მახათელი