სახალხო დუმის დეპუტატ ილია პონომორიოვის თანაშემწემ ლეონიდ რაზვოზჟაევმა , რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზციონერები ეძებდნენ და რომელიც საგამოძიებო იზოლატორში აღმოჩნდა, დაკითხვაზე ჩვენება მისცა, რომ მოსკოვში, ბოლოტნოის მოედანზე 6 მაისის საპროტესტო აქციებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აფინანსებდა. ეს განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელძღვანელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
„რაზვოზჟევიმა დაწვრილებით აღწერა, სერგეი უდალცოვთან, კონსტანტინე ლებედევთან და სხვა პირებთან ერთად, თუ როგორ აპირებდნენ მასობრივი არეულობების მოწყობას რუსეთის ტერიტორიაზე. მან აგრეთვე დაასახელა ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 6 მაისს მოსკოვში, ბოლოტნოის მოედანზე მოწყობილ მასობრივ არეულობებში. და რაც მთავრია, მან ჩვენება მისცა, რომ ამ არეულობებს გივი თრგამაძე აფინანსებდა. ყველა ეს ფაქტი დაწვრილებით გადამოწმდება გამოძიების გზით“,-განაცხადა მარკინმა.
სერგეი უდალცოვი და კონსტანტინე ლებედევი უკვე დაიკითხნენ სამართალდამცავების მიერ, თუმცა ორივემ უარყო თავისი მონაწილეობა მასობრივ არეულობებში. ლებედევს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა, სერგეი უდლაცოვს კი ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.