პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დააკომპლექტა

პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დააკომპლექტა

პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დააკომპლექტა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას მოადგილე უმრავლესობის კვოტით რუსლან პოღოსიანი გახდა, უმცირესობამ კი, მოადგილის თანამდებობაზე ჩიორა თაქთაქიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
კომიტეტის საორგანიზაციო სხდომაზე ასევე მოხდა დებულების დამტკიცება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ დაიკავა. 
კომიტეტმა ასევე დაამტკიცა უმრავლესობისა და უმცირესობის კვოტებით მოადგილეები. კერძოდ, უმრავლესობის კვოტით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოადგილეა ნანა ყეინიშვილი, ხოლო უმცირესობის კვოტით გიორგი ვაშაძე. კომიტეტი სულ 12 წევრისგან შედგება - კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, ნოდარ ებანოიძე, ნანა ყეინიშვილი, გიორგი ვაშაძე, გელა გელაშვილი, გელა ხვედელიძე, ნოდარ ხადური, რომელიც უახლოეს დღეებში დატოვებს პარლამენტს და მთავრობაში გადავა, თუმცა მას ადგილმონაცვლე შეცვლის, ასევე პაატა კვიჟინაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით ჭავჭანიძე და ზურაბ ჩილინგარიშვილი.