"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების ყოფილი დირექტორი, ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. ხატისკაცის განცხადებით, მან შეთავაზება კოალიცია „ქართული ოცნებისგან“ ჯერ მხოლოდ არაოფიციალური სახით მიიღო.
მის თქმით, მას საუბარი ჰქონდა „ქართული ოცნების“ წევრთან სოზარ სუბართან, რომელმაც დაუდასტურა, რომ ომბუდმსენის პოსტზე მის კანდიდატურასაც განიხილავენ.
ხატისკაცი ამბობს, რომ ამ დროისათვის ამ პოსტზე დანიშვნაზე არ უფიქრია და ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას.
„ეს ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია და ამ პასუხისმგებლობის აღება არ არის მარტივი. ჩემი მდგომარეობიდან და ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებ, ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში სრულიად ბოლომდე უნდა ავიღო ეს პასუხისმგებლობა.
მისივე თქმით მხარს უჭერდა და უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის მიერ დასახელებულ კანდიდატურას თამარ გურჩიანს და თავს მის კონკურენტად არ განიხილავს.