პარლამენტში იურიდიულ, საგარეო ურთიერთობათა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები დაკომპლექტდა.
კომიტეტის სრული შემადგენლობა ასეთია - კომიტეტს თავმჯდომარეობს ვახტანგ ხმალაძე, პირველი მოადგილეა შალვა შავგულიძე, მოადგილეები კი, თამაზ ავალიანი და პავლე კუბლაშვილი არიან.
წევრები – თინათინ ხიდაშელი, კობა დავითაშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, თეა წულუკიანი, გიორგი ღვინიაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პაატა ლეჟავა, აკაკი ბობოხიძე და გია გოზალიშვილი.
ანალოგიური სხდომები მიმდინარეობს პარლამენტის დანარჩენ კომიტეტებში.
უკვე დაკომპლექტდა საპროცედურო საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების შემადგენლობაც.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „რესპუბლიკური პარტიიდან“ მალხაზ წერეთელი აირჩიეს.
მოადგილეები კი უმრავლესობის კვოტით კარლო კოპალიანი, ოპოზიციის მხრიდან კი, დავით საყვარელიძე იქნებიან.
რაც შეეხება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, პირველი მოადგილე „ქართული ოცნებიდან“ ზვიად კვაჭანტირაძე იქნება.
მოადგილეები კი, უმრავლესობით კვოტით გია ვოლსკი და უმცირესობიდან აკაკი მინაშვილი.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები დაამტკიცა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტმაც.
კომიტეტის ხელმძღვანელმა ივანე კიღურაძემ პირველი მოადგილის პოსტზე ნუკრი ქანთარია წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უმრავლესობიდან ელისო ჩაფიძე გახდა, ხოლო უმცირესობიდან სერგო რატიანი.
კომიტეტმა დაამტკიცა მუშაობის დებულებაც.
დამტკიცდა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტიც, რომლის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ჯაფარიძე გახდა.
მოადგილის პოსტი უმრავლესობის კვოტით ვიქტორ ჯაფარიძემ დაიკავა, ხოლო უმცირესობამ მოადგილედ დავით დარჩიაშვილის კანდიდატურა წარადგინა. დეპუტატების დამტკიცება თანამდებობებზე ერთსულოვნად მოხდა. ამასთან, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა ახალი დებულებაც დაამტკიცა.
კომიტეტის სრული შემადგენლობა ასეთია - თამჯდომარე:ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე:ვიქტორ ჯაფარიძე, მოადგილე: დავით დარჩიაშვილი. წევრები: ირაკლი ღარიბაშვილი, გუგული მაღრაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, მერაბ კაჭახიძე, გიგლა აგულაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, გივი თარგამაძე, ვაჟა ჩიტაშვილი, კახა ბუცხრიკიძე, ტარიელ ლონდარიძე.