არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი“ ფართომასშტაბიანი ამნისტიის კანონპროექტს დღეს, პარლამენტში დაარეგისტრირებს.
პარლამენტში წარდგენამდე კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა.როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ამნისტიის პროექტი გავრცელდება როგორც მსუბუქი, ასევე ნაწილობრივ და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლებზეც.
„ჩვენი ამნისტია ითვალისწინებს მსუბუქ დანაშაულში მხილებულთა უპირობო გათავისუფლებას, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ჩვენ ვითხოვთ სასჯელის განახევრებას. ნახევრად მძიმე და მძიმე დანაშაულებებში არ იგულისხმება მკვლელობის მუხლები, ნარკორეალიზიაცი და ა.შ. ჩვენ ასევე ვითხოვთ პირობითი მსჯავრის გაუქმებას ყველა იმ პირზე, რომელსაც ამნისტია შეეხება“,-აცხადებს „დედატა კომიტეტის“ თავმჯდომარე ქეთევან ადამია.