ბეირუთში ოპოზიციასა და ხელისუფლების მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. სიტუაციაში იძულებულები გახდნენ სამხედროები ჩარეულიყვნენ, რადგან სროლები მთელი ღამის განმავლობაში საცხოვრებელ კვარტალებში მიმდინარეობდა.
ლიბანელმა ოპოზიციონერებმა საპროტესტო დემონსტრაციის შემდეგ, გადაწყვიტეს ის შენობა დაეკავებინათ, სადაც მინისტრები ზიან. ისინი ლიბანის მთავრობას ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ლიბანელი სამართალდამცავები და სამხედროები იძულებულნი გახდნენ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაეშალათ .
არეულობა ბეირუთში მას შემდეგ დაიწყო, რაც გენერალ ვასამ ალ-ჰასანი განხორციელებული ტერაქტის შედეგად ადგილზე დაიღუპა. მისმა მომხრე სუნიტებმა ამ აფეთქებაში სირია დაადანაშაულეს. სწორედ გენერალი იძიებდა რამდენიმე მძიმე დანაშაულს, რომლის კვალიც სირიაზე გადიოდა.