დაღესტანსა და ბალყარეთში 49 ბოევიკი გაანდგურეს

დაღესტანსა და ბალყარეთში 49 ბოევიკი გაანდგურეს

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია 49 ბოევიკი, ბოევიკების 90-ზე მეტი თავშესაფარი და  ბაზა, ხოლო იარაღის 26 საწყობიდან ამოღებულია იარაღი.

ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩრდილოეთ კავკასიაში გუშინ ჩატარდა. რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებით, ეს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების მიზნით ჩატარდა.

დაღესტანის შს სამინისტროს ინფორმაციით,სპეცოპერაციის დაწყება განაპირობა  ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი ბოევიკის მიერ ატეხილმა სროლამ, რომელმაც ტყვიები ქალაქის ცენტრშ მოძრავ სამართალდამცავების მანქანას დაუშინა, თუმცა არცერთი პოლიციელი არ დაღუპულა.

 

 

.