პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებამდე, ბიუროს წევრები არაოფიციალურ საორგანიზაციო-სამუშაო შეხვედრას მართავენ.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დაზუსტდება ყველა ის პროცედურული საკითხი, რომელიც ეხება კომიტეტების მუშაობის დაწყებას, ფორმირებას და მასში კვოტების შესაბამისად წევრების შეყვანას, ასევე მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სამუშაო შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, ფრაქციის თავმჯდომარეები და კომიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
პარლამენტის ბიუროს სხდომა 15.00 საათზე გაიმართება და მასზე დაზუსტდება, როგორც კომიტეტების მუშაობის, ისე პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა ჩატარდეს.