ადვოკატთა ასოციაცია პარლამენტს, სახალხო  დამცველად  გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას სთავაზობს

ადვოკატთა ასოციაცია პარლამენტს, სახალხო დამცველად გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას სთავაზობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს, სადაც სახალხო დამცველის პოსტზე უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურის წარდგენას და არჩევას სთავაზობს.

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გელა ნიკოლაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანის უფლებების დაცვასა და განვითარებაში.

„გელა ნიკოლაიშვილის წარდგენა დაასრულებს საქართველოში წამების, არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას“,- აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტში შესაბამისი განცხადება ადვოკატთა ასოციაციის სახელით გუშინ შევიდა.

განცხადებას ხელს 40-მდე  ორგანიზაცია აწერს. მათ შორისაა ფონდი „ქომაგი“, „ობიექტივი“, „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“ და ა.შ.