ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პარლამენტის ახალი შენობითა და პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილი დარჩა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც ეს დღეს ისტორიულად შეაფასა.
„დღეს ამაღელვებელი დღე იყო. ეს არის შესანიშნავი შენობა. შესანიშნავად არის გაკეთებული პლენარული დარბაზი. პრეზიდენტს კარგი გამოსვლა ჰქონდა. ეს შთამბეჭდავია. მან გადადგა პირველი და კარგი ნაბიჯები ორგანიზებისთვის", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ჩანდა ისიც, რომ პარლამენტის წევრები საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებენ.
„ამ ყველაფრის დანახვა შეიძლება იმ ადამიანისთვის იყოს რთულად წარმოსადგენი, ვინც მოვლენებს თვალს ტელევიზორით ადევნებდა. დღევანდელი დღე იყო ისტორიული და ვულოცავ მას ქართველ ხალხს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.