დღეს, 17: 00 საათზე გალერეა „ვერნისაჟი“ ცნობილი ქართველი მხატვრის ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა მხატვრის დაბადებიდან 60 წლის იუბილეს ემთხვევა. გამფენა სახელწოდებით „რომელმან შექმნა სამყარო“ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდური გამოცემინდა სამასი წლისთავს ეძღვნება.
ჯემალ კუხალაშვილის თითოეული გამოფენა განსხვავებული და ახლის ძიებითაა დაღდასმული. მის ხელოვნებას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იცნობს, მათ შორის, - ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, რუსეთი და სხვ.
გამოფენის პარალელურად მხატვარი საზოგადოებას ახალ პოეტურ კრებულს წარუდგენს, სახელწოდებით, - „მე არა“...