საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის პირველ სხოდმაზე, საკანონმდებლო ორგანოს თბილისდან ქუთაისში გადმოტანის შესახებ განმარტება გააკეთა.
„პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა არც მარტივი გადაწყვეტილება იყო და არც დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება - ეს არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც როგორც ხელისუფლების, ისე ინსტიტუტებისა და განვითარების დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ ინსტიტუტების მუშაობაში“, - აღნიშა მიხეილ სააკაშვილმა.
მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტის ქუთაიში გადმოტანა არის სიმბოლო და ინსტრუმენტი იმ თანასწორობისა, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ დროს მეორეხარისხოვანი ქალაქების განვითარების გეგმის სიმბოლო და ინსტრუმენტი. უფრო მეტიც, დაჩქარებული ტემპით უნდა განვითარდეს ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრებაც“, - აღნიშნა სააკაშვილმა პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას.