„პიკ

„პიკ"-ის თანამშრომლები საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსგან გია ჭანტურიას გადაყენებას და ეთერში დაბრუნებას ითხოვენ

ტელეკომპანია "პიკ"-ის თანამშრომლები მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, განმარტებების გაკეთებას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, ამ წუთებში "პიკ"-ის 450-მდე თანამშრომელი სპეციალურ მიმართვაზე მუშაობს, რომლითაც ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსგან გია ჭანტურიას გადაყენებას მოითხოვენ.

გარდა ამისა, ისინი ეთერში დაბრუნებასაც ითხოვენ.

 „გვინდა ჩატარდეს აუდიტი, რომელიც დაადგენს, სად არის რეალურად თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოირიცხა, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ მოვითხოვთ ჟურნალისტების უფლებების დაცვას. ჩვენ მოვითხოვთ, სიტყვის თავისუფლებას და მოვითხოვთ, ვიყოთ ეთერში და მაყურებელმა უყუროს ტელეკომპანია "პიკ"-ს", - განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე კოტრიკაძემ. 

ცნობისთის, ტელეკომპანია "პიკ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა. „პიკ"-ი ეთერში 12:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ აღარ გადის.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეკომპანია "პიკ"-ის გენერალური დირექტორის თხოვნით, შეჩერებულიყო მაუწყებელსა და "პიკ"-ს შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები, ტელეკომპანია "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები შეაჩერა.