"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენილი იქნება გიორგი ბარამიძე. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთანავე, მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში სამი ფრაქცია შეიქმნება.
ბაქრაძის განმარტებით,პირველი ფრაქცია იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მას გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს, მეორე - "ნაციონალური მოძრაობა- რეგიონები" და მას აკაკი ბობოხიძე უხელმძღვანელებს, მესამე კი - "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები" იქნება, რომლის თავმჯდომარე ტარიელ ლონდარიძე იქნება.
„ეს კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციას პარლამენტში ჰყავდეს მეტი გამომსვლელი, მეტი ხმა ბიუროზე, მეტი ფრაქციის აპარატი და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ერთიანი საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში სამი ფრაქცია შექმნილიყო", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობას, დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.