ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
აზარაშვილის თქმით, საბოლოო შედეგები ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოქმების განხილვის შემდეგ გამოცხადდება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოწვეულ სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი განიხილება, სადაც საბოლოო შედეგები იქნება ასახული.