სამგლოვიარო სიმღერების ოცეული და სიიდან გარიყული ჯონ ლენონის უკვდავი „Imagine“

სამგლოვიარო სიმღერების ოცეული და სიიდან გარიყული ჯონ ლენონის უკვდავი „Imagine“

დიდი ბრიტანეთის სამგლოვიარო სამსახურებში ჯონ ლენონის „Imagine“-ს წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ამ სიმღერით დაკრძალვის ცერემონიალების გაფორმებას აპროტესტებენ, რადგან მის ტექსტში ფიგურირებს  ფრაზა: „Imagine there's no heaven“ (წარმოიდგინე, რომ სამოთხე არ არსებობს).

ბრიტანული სამგლოვიარო სამსახურებისთვის მიუღებელი კომპოზიციების სიაში მოხვდნენ ასევე დისკო-ჯგუფის „The Trammps“ – „Disco Inferno“ და მიტ ლოუფის „Bat Out of Hell“.

ამის პარალელურად,  ბრიტანული მუსიკალური გამოცემა  NME, აქვეყნებს იმ სიმღერების ოცეულს, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ დაკრძალვის ცერემონიალების გასაფორმებლად.

დაკრძალვის ცერემონის პოპულარული სიმღერების ბრიტანეთის დაკრძალვის ბიუროების მონაცემებს მიხედვით შეადგინეს, როგორც აღმოჩნდა  ყველაზე ხშირად გარდაცვლილის ახლობლები დამკრძალავი ბიუროებისგან  ფრენკ სინატრას My way-ს ითხოვდნენ. ის რეიტინგში პირველ ადგილზეა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სამგლოვიარო მუსიკის რეიტინგში გასული წლის მუსიკალური სენსაციის, ადელის ორი სიმღერა მოხვდა „Someone like you" და „Rolling in the deep", მართალია ადელი ამ რეიტინგში 22 ადგილს იკავებს, მაგრამ ფაქტია, რომ მისი  სიმღერებით მიმდინარე წელს არაერთი ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი გაუფორმებიათ.

ბრიტანული სამგლოვიარო სამსახურების თქმით, ბოლო პერიოდში, კლასიკური მუსიკა, რომელიც მსგავს რეიტინგებში ყოველთვის ლიდერობდა პოპ მუსიკამ ჩაანაცვლა. „შეიძლება მალე ისიც არ გაგვიკვირდეს, რომ მიცვალებული უკანასკნელ გზაზე ჯასტინ ბიბერის რომელიმე ჰიტით გავაცილოთ“ -ამბობენ სამგლოვიარო სამსახურების ორგანიზატორები.

მაშ ასე გთავაზობთ, დაკრძალვის ცერემონიალებზე ყველაზე პოპულარული სიმღერების ოცეულს:

1.         Frank Sinatra – 'My Way'

2.         Sarah Brightman/Andrea Bocelli – 'Time To Say Goodbye'

3.         Bette Midler – 'Wind Beneath My Wings'

4.         Eva Cassidy – 'Over The Rainbow'

5.         Robbie Williams – 'Angels'

6.         Westlife – 'You Raise Me Up'

7.         Gerry & The Pacemakers – 'You’ll Never Walk Alone'

8.         Vera Lynn – 'We’ll Meet Again'

9.         Celine Dion – 'My Heart Will Go On'

10.       Nat King Cole – 'Unforgettable'

11.       Tina Turner – 'The Best'

12.       Whitney Houston/Dolly Parton – 'I Will Always Love You'

13.       Monty Python – 'Always Look On The Bright Side Of Life'

14.       Luther Vandross – 'Dance With My Father'

15.       Louis Armstrong – 'Wonderful World'

16.       Daniel O'Donnell – 'Danny Boy'

17.       Eva Cassidy – 'Fields Of Gold'

18.       Righteous Brothers (and various) – 'Unchained Melody'

19.       Westlife – 'Flying Without Wings'

20.       Eva Cassidy – 'Songbird