საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ თუ სად გაემგზავრა ვანო მერაბიშვილი, თუმცა აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ხვალ დაბრუნდება.