ტელეკომპანია პიკ-ის ხელმძღვანელობა და "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ტელეკომპანია“პიკ"-ის მომავალთან დაკავშირებით, დღეს ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.
"პიკ"-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერის ხათუნა საღინაძის განმარტებით,
როგორც არხის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ყველა პრობლემა ამოწურულია.
გუშინ ტელეკომპანია „პიკ“-ის ჟურნალისტებმა მდუმარე პროტესტის ფორმას მიმართეს, მათ სურდათ მიეღოთ პასუხი, დაიხურება თუ არა ტელეკომპანია.
არხის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ფარულავას განცხადებით კი, ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გაუგებრობა ამოწურულია და ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, რადგან წლის ბოლომდე არხის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ იარსებებს.
„პიკ"-ის თანამშრომელთა პროტესტი გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" არხის დაფინანსებისთვის საჭირო რესურსები არ გააჩნია.