სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრობის კანდიდატი, სოზარ სუბარი გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა ნიკოლაიშვილის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას და თავად ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე დასახელებულ მამუკა ნიკოლაიშვილს რეალობასთან და „ქართულ ოცნებასთან" საერთო არაფერი აქვს.
ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს ბიზნეს-ცენტრში შესვლამდე განუცხადა და აღნიშნა, რომ მინისტრობის დაუსახელებელი კანდიდატების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.
„როცა მედიაში ნიკოლაიშვილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ვერც კი გავიხსენე ვინ იყო, რამაზ ნიკოლაიშვილი გამახსენდა. მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას რეალობასთან და ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა სუბარმა.