"ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკური პროფილის მინისტრების შერჩევა ადამიანური რესურსების სიმწირის გამო გაუჭირდა“, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა დღეს ტელეკომპანია "მაესტროს" პრესკლუბში გააკეთა.
მისი განმარტებით, მოცემულობა ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით არის მძიმე.
„ის რესურსი, საიდანაც შეიძლება სტარტი ავიღოთ, მწირია. ვფიქრობ, რომ 3 დღის განმავლობაში ივანიშვილს უკვე ექნება შესაძლებლობა, მთავრობის სრული შემადგენლობა დაასახელოს", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე განმარტებით, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება, თითქოს კოალიციაში გამარჯვებისთვის მზად არ იყვნენ, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნა, რომ ამას არათუ ელოდებოდნენ, არამედ გეგმავდნენ კიდეც.
ხუხაშვილის თქმით, ეს იყო ორი პიროვნების - ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ორთაბრძოლა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა.
„ის ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ 2/3-ით შევალთ პარლამენტში, მან თავისი სიტყვა შეასრულა, შეიძლება ცოტა ნაკლებია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ძალიან მალე გადააჭარბებს 2/3-ს - ჩვენ ვიცით "ნაციონალური მოძრაობის" არამდგრადობა წაგების შემთხვევაში", - განაცხადა ხუხაშვილმა.