მთავარი პროკურორობის კანდიდატის, არჩილ კბილაშვილი განცხადებით, მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლოში არანაირი ძვრები არ დაწყებულა.
ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს For.ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, მას არ გაუგია რომელიმე საქმის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სასამართლოს საქმის განხილვა დაეწყოს.
„ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ორი საქმე განიხილებოდა. ერთი მოქალაქეობის ჩამორთმევის კანონიერებაზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში განიხილებოდა; მეორე, მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების თაობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა. თუმცა ჩვენს გუნდს პროცესუალური მოქმედებების თაობაზე ამ დრომდე არანაირი შეტყობინება არ მიუღია“, - განაცხადა კბილაშვილმა.