დემურ გიორხელიძე: როდესაც ახალი ხელისუფლება ჯერ არ შესდგომია საქმეს, გაზარდო ხელფასები, ფინანსური პრობლემების შექმნის მცდელობაა

დემურ გიორხელიძე: როდესაც ახალი ხელისუფლება ჯერ არ შესდგომია საქმეს, გაზარდო ხელფასები, ფინანსური პრობლემების შექმნის მცდელობაა

ექსპერტის ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძის შეფასებით, პრეზიდენტის ბრძანებულებით, თვითმმართველობის დაწესებულებებში დასაქმებული მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდა, მაშინ, როდესაც ახალ ხელისუფლებას მართვის სადავეები არ ჩაუბარებია,   შეგნებული ფინანსური პრობლემების შექმნის მცდელობაა.

გიორხელიძის განცხადებით, ის რომ თვითმართველობის წევრებს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, რომ თავიანთი უფლებების ფარგლებში,  დღედაღამ უნდა შრომობდნენ და თავიანთ მუნიციპალურ ერთეულს სულ სხვა დონეზე აცოცხლებენ, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ დღეს,  ხელფასების მასიური მომატება,  როდესაც რეალურად, სრულიად გაურკვეველია,  ახალ ხელისუფლებას რა ბიუჯეტი დახვდება,  სირთულეების  შექმნის მცდელობაა.

„იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში თვითმმართველობა ფაქტიურად,  მოშლილია, სადაც ადგილებზე წართმეულია ყველანაირი ინიციატივა იმ საქმიანობის წარმოებისათვის, რომელიც   გარემოს გამოაცოცხლებს და გასაქანს ადამიანურ ინიციატივას მისცემს,  ამ დროს,  გარდამავალ პერიოდში,  როდესაც ახალი ხელისუფლება ჯერ არ შესდგომია საქმეს,  არ ჩაუბარებია და არ აღუწერია რესურსები,  გაზარდო ხელფასები, შეგნებული ფინანსური პრობლემების შექმნის მცდელობაა“, - განაცხადა გიორხელიძემ.