დავით უსუფაშვილი: არჩევნების შემდეგ ორივე პოლიტიკური ძალის მიმართ გარკვეული საფრთხეები არსებობს

დავით უსუფაშვილი: არჩევნების შემდეგ ორივე პოლიტიკური ძალის მიმართ გარკვეული საფრთხეები არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი არჩევნების შემდეგ ორივე პოლიტიკური პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს.

როგორც უსუფაშვილმა დღეს  „ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ემუქრებათ საფრთხე, მოისხან მორალისტი ინკვიზოტირის და წამებული დემოკრატის მანტიები და აღნიშნა, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებენ.

„გამარჯვებულ ძალას ემუქრება საფრთხე, მოისხას მორალისტი ინკვიზიტორის მანტია, რადგან ძალიან ბევრი ქონებაა მოპარული და ამის გამო შესაძლოა, თვალი რევანშისკენ გაგვექცეს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავუშვათ. ფაქტია ისიც, რომ თუ ახალმა ხელისუფლებამ ძველ დანაშაულებზე რეაგირება არ მოახდინა, გამოდის, რომ ის საზოგადოებამ ტყუილად აირჩია. თუმცა, კონკრეტული დარღვევები ჩვენი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და ეს საკითხები დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა განიხილოს. ამავე დროს, "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა მიეცეს საშუალება, მოისხას წამებული დემოკრატის მანტია. არც ამის დაშვება იქნება სწორი, რადგან წლების განმავლობაში პოლიტიკური პროცესი, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა, იყო უკიდურესად მძიმე და არც იმ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ, არ შეიძლება, ეწოდოს ტესტის ჩაბარება ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება 2 ოქტომბერს "იძულებული გახდა, არჩევნებში დამარცხება ეღიარებინა", რაც არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა წარსულს უნდა ჩაბარდეს.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, მხარეებმა უნდა მოახერხონ, რომ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ძალაუფლებისგან გამიჯნოს, რადგან

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" პარლამენტში მრავალპარტიულობის შექმნას გეგმავს. აქედან გამომდინარე, უსუფაშვილი კოალიციის რიგებიდან პარლამენტში  რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციის შექმნასაც არ გამორიცხავს.