მთავრობის წევრებს დიპლომატიური პასპორტები 1 წლით გაუხანგრძლივდებათ

მთავრობის წევრებს დიპლომატიური პასპორტები 1 წლით გაუხანგრძლივდებათ

"საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი შინაარსის დამატება, რომლის თანახმადაც, მთელ რიგ უმაღლესი თანამდებობის პირებს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში,  შესაძლოა დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდეთ,  ამის საშუალებას იძლევა.

კონკრეტულად, პირები,  რომელთაც თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიძლება დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდეთ,  არიან: პარლამენტის თავმჯდომარე,  პრემიერ-მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მდივნის მოადგილეები, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, გენერალური პროკურორი,  კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები,  პრეზიდენტის მრჩევლები,  თანაშემწეები, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი,  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები,  ამავე სამსახურის მთავარი კონსულტანტები და კონსულტანტები, ასევე მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი,  პარლამენტის საგარეო ურთიერთობების,  თავდაცვისა და უშიშროების, ევროინტეგრაციის კომიტეტების აპარატის უფროსები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორის მოადგილეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები,  თბილისის მერი, პრემიერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები,  სამინისტროსა და უცხოეთის ქვეყნებში არსებული მის დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლები, საპატიო კონსულები, სამხედრო მისიათა მეთაურები და სხვა თანამდებობის პირები.

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულებაში შეტანილი შესაბამისი დამატება და პრეზიდენტის ბრძანებულება“ საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კი,  დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება სამუდამოდ უნარჩუნდებათ.