სატელეფონო გადასახადი 11 721 000 000 000 000 ევრო

სატელეფონო გადასახადი 11 721 000 000 000 000 ევრო

The Guardian-ის ინფორმაციით,  სწორედ ეს ციფრი იყო აღნიშნული ბორდოს მცხოვრების სააბონენტო გადასახდში,როემლიც მას კომპანია Bouygues Telecom-მმა გამოუგზავნა.

სოლენა სან-ხოსემ სამსახურის დაკარგვის შემდეგ, გადაწყვიტა ნომერი გაეუქმებინა და მისი ნალაპარაკევი კომპანიამ, რომელსაც ნიკოლა სარკოზის მეგობარი მარტინ ბუიგი ხელმძღვანელობს, შეაფასა ციფრით,  რომელიც   მთალიანი საფრანგეთის მშპ-ს ხუთი ათასჯერ აღემატება.

„ჯერ ვერ მივხვდი რა ეწერა სააბონენტო გადასახდში, თავზარი დამეცა, ნოლები ბილომდე ვერც დავთვალე“,-განაცხადა სან ხოსემ.

 

Bouygues Telecom-ში სან-ხოსეს უპასუხეს, რომ...შეცდომა გამორიცხული იყო, რადგან ტელეფონით ნალაპარაკევ წუთებს ავტომატურად ითვლიდა და კლიენტს გადავადებით გადახდა შესთავაზეს. ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ ბორდოს მცხოვრებმა გაარკვია, რომ მას მხოლოდ 117,21 ევროს გადახდა უწევდა და კომპანიამ სან-ხოსეს ბოდიში მოუხადა.