პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ხვალ 14 ოქტომბერს გაიმართება . ეს გადაწყვეტილება ცესკო-მ 10 ოქტომბერს მას შემდეგ მიიღო, რაც მოცემულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.
განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5; №32, გორის საარჩევნო ოლქის - №4; №35, ხაშურის საარჩევნო ოლქის -№ 3, №8, №10, №45, №46 უბნები.
განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაევალა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების იმავე შემადგენლობებს, გარდა ორი უბნისა - №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის №5 უბანში კენჭისყრას გამართავს იმავე ოლქის №31 საუბნო საარჩევნო კომისია, ხოლო №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის №45 უბანში - №7 საუბნო საარჩევნო კომისია.