ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ჩინელმა ავტორმა მიიღო

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ჩინელმა ავტორმა მიიღო

ჩინელი მწერალი მო იანი ლიტერატურის დარგში 2012 წლის ნობელის ლაურეატი გახდა. მო იანი 57 წლისაა, ის ჰონკონგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის საპატიო დოქტორია.  მისი ნამდვილი სახელია გუან მოე, ხოლო მისი ფსევდონიმი ნიშნავს "ჩუმად იყავი". პრემია ჩინელ ავტორს  გადაეცა ნაშრომისთვის „ჰალუცინაციური რელიზმისთვის, რომელშიც შერწყმულია ზღაპარი, ისტორია და თანამედროვეობა.“

ჟიურიმ მწერლის სამყარო შეადარა ფოლკნერისა და მარკესის ნაწარმოებებს და აღნიშნა რომ მო იანის შემოქმედება ორიენტირებულია ძველ ჩინურ ლიტერატურაზე და ფოლკნერის ტრადიციებზე. პროზაიკოსი ნაწარმოების შექმნის დროს ხელმძღვანელობს ძველი ჩინური ლიტერატურითა და ფოლკლორით.

მწერალმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ეს პრემია პირველად აიღო, 2000 წელს ნობელის პრემიის  ლაურეატი გახდა ჩინურენოვანი მწერალი ჰაო ცინძიანი, რომელიც წერს ჩინურად, მაგრამ ცხოვრობს პარიზში და აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა.

ბუკმეიკერების პროგნოზით, წლის  ფავორიტი  იაპონელ ჰარუკი მურაკამი იყო. თუმცა ეს არ გამართლდა. ნობელის პრემიის ლაურეატის ჯილდო  1,1 მილიონ დოლარს შეადგენს.