„წლის სექსუალურ ქალბატონი“ მილა კუნისი Dior-მა  ჯენიფერ ლოურენსით ჩაანაცვლა(VIDEO)

„წლის სექსუალურ ქალბატონი“ მილა კუნისი Dior-მა ჯენიფერ ლოურენსით ჩაანაცვლა(VIDEO)

"შიმშილის თამაშების“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი, Miss Dior-ის ხელჩანთების სარეკლამო სახე გახდა. მან ცოტა ხნის წინ, „წლის სექსუალურ ქალბატონად“ დასახელებული მილა კუნისი ჩაანაცვლა, რომელიც 2012 წლის მარტიდან 2013 წლამდე Miss Dior-ის სახე უნდა ყოფილიყო.  როგორც ჩანს ბრენდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სარეკლამო კამპანიაში ახალი სახე შემოეყვანა. ლოურენსსაც გაუმართლა, მსახიობი ამბობს, რომ ამ შემოთავაზებამ თავი სიზმარში აგრძნობინა, რადგან დიდი ხანია Dior-ის მომხმარებელია, მთელი ცხოვრება კი მისი მოტრფიალე.

„შიმშილს თამაშების“ ტრიუმფალურ პრემიერას მოჰყვა ჯენიფერ ლოურენსის პირველი ნაბიჯები სამოდელო სამყაროში. სამოსი, რომელიც მან წითელი ხალიჩისთვის შეარჩია, მოდის კრიტიკოსების ყურადღებიც ცენტრში მოხვდა.

„შიმშილის თამაშები“ არის  გერი როსის ფილმი, რომელსაც საფუძვლად სიუზან კოლინსის  იგივე სახელწოდების ბესტსელერი უდევს.  ფილმში მოქმედება მომავალში ხდება, იქ სადაც, ადრე ჩრდილო ამერიკა იყო და ახლა ეს ადგილი უკავია საზოგადოებას, სახელწოდებით პანემს, რომელიც 12 ოლქად გახლავთ დაყოფილი. უკვე დიდი ხანია ყოველ წელს, იმართება "შიმშილის თამაშები", რომლის დროსაც თითო ოლქიდან ირჩევა გოგო და ბიჭი, ანუ ჯამში 24 მონაწილე,რომლებიც გადარჩენისთის იბრძვიან.  თამაშის წესების თანახმად, კონკურსანტები იბრძვიან მანამ, სანამ მხოლოდ ერთი მონაწილე დარჩება ცოცხალი. მთავარი გმირი 16 წლის გოგონა კიტნისია, რომელიც თამაშებში თავისი პატარა დის ნაცვლად გადაწყვეტს მონაწილეობას.  ფილმში სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება გოგონას, მის შეყვარებულ პიტს, რომელიც ასევე მონაწილეობს თამაშებში და კიტნისის ბავშვობის მეგობარ გეილს შორის.

„შიმშილის თამაშები“-ს მსოფლიო პრემიერა 23 მარტს გაიმართა, ხოლო ქართველმა მაყურებელმა კინოსურათი 5 აპრილს იხილა.

ფილმში ჯენიფერ ლოურენსთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები:  ლიამ ჰემსვორტი, ელიზაბეტ ბენკსი, ვუდი ჰარელსონი, სტენლი ტუჩი, ლენი კრავიცი, უეს ბენტლი, დონალდ საზერლენდი, უილოუ შილდსი და ა.შ.