ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
რასმუსენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა.
მხარეებმა ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების იმედი გამოთქვეს.