ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პარლამენტის კომიტეტების მომავალი თავმჯდომარეები საკონსულტაციოდ იკრიბებიან. ეს განცხადება ჟურნალისტებთან ეკე ბესელიამ ბიზნესცნეტრში შესვლისას გააკეთა.
„პარლამენტის პირველი სხდომისთვის რა საკითხები უნდა მომზადდეს, ამაზე მსჯელობისთვის ბიუროს ფორმატში ვიკრიბებით. არის საკითხები, რომლებიც მოსამზადებელია და სწორედ ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. გარდა ამისა, მსჯელობა მინისტრების დანარჩენ კანდიდატებზეც მიმდინარეობს“ - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ..
ბესელიასთან ერთად ბიზნეს-ცენტრში გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ალასანია, ირაკლი ტრიპოლსკი, ნოდარ ხადური, დავით უსუფაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დავით ბერძენიშვილი, გია ცაგარეიშვილი, ზვიად ძიძიგური, ზურაბ აბაშიძე და ირაკლი სესიაშვილი მივიდნენ.