გიგა ბოკერიამ  ივანიშვილის ბიზნესცენტრი დატოვა

გიგა ბოკერიამ ივანიშვილის ბიზნესცენტრი დატოვა

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი დატოვა. ბოკერიას განცხადებით, ის აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარს, უშიშროების საბჭოში გააკეთებს.

უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში 14:30 მივიდა, იგი ერთი საათის განმავლობაში კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ხვდებოდა.

ამ წუთებში კი,  ბიზნესცენტრში კომიტეტების თავმჯდრომარეობისა და ვიცე-სპიკერობის კანდიდატები იკრიბებიან.