ინგა გრიგოლიას საკრებულოში კახა ბროკიშვილი შეცვლის.„ქრისტიან დემოკრატების“ ყოფილი წევრის ინგა გრიგოლიას ადგილს საკრებულოში პარტიის წევრი კახა ბროკიშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ ქდმ-ს წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
სამუშიას განცხადებით, კახა ბროკიშვილი არის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი კომიტეტის წევრი და თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.
სამუშიას განცხადებით, ფრაქციის ახალი შემადგენლობის პრეზენტაციას ისინი რამდენიმე დღეში გამართავენ.