საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება. ფრაქციას ბიზნესმენები შექმნიან. ამის შესახებ „მრწეველების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
„ ჩვენი პოლიტიკური პარტიის განვითარებისა და წინსვლისთვის კარგია, თუ ფრაქცია გვექნება, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განცხადა ტყემალაძემ
მრეწველების ლიდერმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბიზნესმენთა პარტიაში გაწევრიანების სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა კობა ნაყოფიამ და კახა ოქრიაშვილმა გამოთქვეს. ტყემალაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია არასწორია.
„პასუხს მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ გაიგებთ“,-განაცხადა ტყემალაძემ.